logo_geo
eng_logo
13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა
- +

13 ივნისი. 2020. 00:53

 

 

 

2015 წელს სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

 

გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა და ვერის ხეობასთან ერთად გმირთა მოედანი და ზოოპარკი დატბორა. ამ წყალდიდობას 19 ადამიანი შეეწირა, დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები. განადგურდა ახალი გზა, ზოოპარკიდან კი ცხოველები გაიქცნენ.

 

 

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის მერიას ფინანსური დახმარება გაუწია.

 

ტრაგედიას გამოეხმაურა ილია II, რომლის თქმით, თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის, ვერ გაიხარებს.

 

სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

 

მოხალისეთა არმიამ კი თბილისის ქუჩებს რამდენიმე დღეში პირვანდელი იერსახე დაუბრუნა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner