logo_geo
eng_logo
აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
- +

13 ივნისი. 2020. 20:06

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებოდა დაკვამლიანება.

 

შეტყობინების მიღებიდან, ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მათ ადგილზე დახვდა წიწვოვანი ტყის ხანძარი.

 

მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზაღვრო პოლოციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს 10 დასხმა.

 

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner