„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე და "გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების" საპატიო წევრი ნიკოლოზ პატარქლიშვილი ა.წ. 14 ივნისს, 18 სთ. და 15 წთ. ტვ "არგოს" ეთერით წარსდგება პროექტით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის " მერკოსურის"-არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას.
ჩართვები მოხდება ქ. გაგრიდან (აფხაზეთი); ქ. მოსკოვიდან (რუსეთის ფედერაცია); ქ. ბუენოს აირესიდან (არგენტინის რესპუბლიკა); ქ. სან ლუისიდან -(ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა).