logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს
- +

13 ივნისი. 2020. 22:05

 

 

არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს.“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს.

 

აციებას უკავშირდება რისკების ზრდა, სამწუხაროდ, ეს ემთხვევა არჩევნების თარიღს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური - სამ კვირაში, რაც უწევს დაახლოებით 21 ნოემბერს.

 

როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, გარკვეული წესი ყველა შემთხვევაში უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით - ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ და ასე შემდეგ, ამანაც არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება, ასეთ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია - თუ მეორე ტალღა დადგა და დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამაშიც არაფერია ტრაგიკული და თუ ეს მოხდა ოქტომბერში, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის კონკრეტულ პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მართლაც გადაიწიოს არჩევნების ჩატარების თარიღმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია.

 

მისივე თქმით, თუ მეორე ტალღა ოქტომბრის შემდეგ იქნება, პრობლემა არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მეორე ტურს შეექმნას პრობლემა.

 

„31 ოქტომბერი არის პირველი ტურის თარიღი, 21 ნოემბერი - მეორე ტურის. თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა, (საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე) სასწორზე დგას ორი რამ - ერთი არის ეპიდემიურ გავრცელება და ასევე საუბარია იმაზე, რომ მეორე ტალღა შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს, ვიდრე პირველი, ბუნებრივია, არჩევნები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო. მეორე არის - არჩევნების თარიღი. ამ შემთხვევაში პასუხს იძლევა კონსტიტუცია - პასუხი არის შემდეგი - თუ აუცილებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები - ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი, პროგნოზებზე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, თუ ოქტომბერში საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ის პირობითად, გაუქმდება ერთ თვეში - ნოემბრის დასაწყისში, ამ შემთხვევაში შეიძლება, მაგალითად, დეკემბერში ჩატარდეს არჩევნები - კონსტიტუციის მიხედვით, დეკემბრის ბოლო უწევს, ხოლო მეორე ტური შეიძლება იანვარში მოუწიოს და ეს მოცემულობა შეიძლება დღის წესრიგში დადგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner