logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური
- +

13 ივნისი. 2020. 23:52

 

 

ჩვენ ყველა მიმართულებით მივესალმებით, რომ ერთიანი სიები შეადგინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ან საერთო კანდიდატები დააყენონ. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია. ეს არის სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძის ერთობა. წარმოიდგინეთ რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ასეთ კოალიციას, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ვინც მხარს დაუჭერს ასეთ გაფორმებულ პრორუსულ კოალიციას.  ანტიდასავლურები რომ იყვნენ ყველა ერთად ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმარტ ლოიალური ოპოზიცია. ეს ბუნებრივია მხოლოდ მომგებიანია ჩვენთვის“,-ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარამოადგენს ოპოზიციის ერთიანი სიები და საერთო კანდიდატები, ვინაიდან ამით, არჩევნებში  ხელისუფლების გამარჯვების შანსები მნიშნელოვნად იზრდება.

 

 

ძალიან მარტივი საარჩევნო დათვლაა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვეძლევა დამატებით საკმაოდ დიდი უპირატესობა. პროპორციულ ნაწილში ეს შეიძლება იყოს მინიმუმ 5 პროცენტიანი უპირატესობა  და მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ძალაიან გაგვიმარტივდება არა მხოლოდ მეორე, არამედ პირველივე ტურში ყველა ოლქში არჩევნების მოგება. აქედან გამომდინარე ასეთ კოლაბორაციას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner