„სახელმწიფოში როცა დანაშაულის პრევენცია და რეალურად ხდება დანაშაულის აღკვეთა, როგორც წესი ნორმალური ადამიანები სამართალდამცავ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს მადლობას უხდიან“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
„გვარამია და ძმანი მისნი, მოდელირებული ტელეგადაცემების ორგანიზატორები, ლაფანყურისა თუ სხვა სპექტაკლების ავტორები, ფეიკნიუსების მამთავრვები აღშფოთებულები არიან, ოღონდ რაზე ვერ გავიგე - აღშფოთების მიზეზი ვერ გავიგე, შესაძლოა ფატალური შედეგი, რომ არ დადგა, ეს არის აღშფოთების მიზეზი, სკანდალი არ შედგა, ნამდვილად ამან გაგიჟა ეს ხალხი! თუ იმან გაამწარა მავნებლები, რომ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ კვლავ კარგად იმუშავა, დამნაშავე დაკავებულია. რა ქნან ახლა მავნებლებმა, ბოდიშის მოხდა მათ არ იციან და მადლობა კიდევ საძულველი ქვეყნის ხელისუფლებას როგორ მოუხადან? არა უშავს, თქვენგან მიჩვეულები ვართ ასეთ ქმედებებს, ამიტომ ჩვენ ვუხდით მადლობას იმ პროფესიონალებს რომელმაც დანაშალი აღკვეთა", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.