logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: „მდუმარე უმრავლესობა" იქოქება
- +

15 ივნისი. 2020. 23:32

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი გოგავა აშშ-ში წინასაარჩევნო ვითარებას აფასებს და სოციალურ ქსელში წერს.

 

19 ივნისს დონალდ ტრამპი ოკლახომის შტატის ქალაქ ტულსაში წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებს. 19 ივნისი ეროვნული დღესასწაულია - ამ თარიღს "თავისუფლების დღეს " უწოდებენ აშშ-ში, რადგან 1865 წელს 19 ივნისს ტეხასში გაუქმდა მონობა, გენერალმა გრანერმა წაიკითხა რა განკარგულება.

 

საინტერესო კი ისაა, რომ ტრამპის შეხვედრაზე დასასწრებად მ ი ლ ი ო ნ მ ა ადამიანმა გააკეთა განაცხადი და მოითხოვა დასასწრები ბილეთი. მსგავსი მასშტაბის საარჩევნო შეხვედრა ამერიკას არ ახსოვს. თავად ტულსას მოსახლეობა 400,000-ია, ხოლო შტატ ოკლახომაში 4 მილიონი ცხოვრობს. ამერიკის "მდუმარე უმრავლესობა" იქოქება.

 

აქამდე ჩატარებული საარჩევნო შეხვედრების რეკორდიც დონალდ ტრამპს ეკუთვნის, როდესაც 2015 წელს ალაბამაში სტადიონზე მასთან შეხვედრას 43,000 ადამიანი დაესწრო, ხოლო სიდიდით მეორე საარჩევნო შეხვედრა დემოკრატმა ბერნი სანდერსმა გამართა, რომელსაც 28,000 ადამიანი დაესწრო.“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner