ევროვიზია ერთი წლის შემდეგ, 2021 წელს გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას „ევროვიზია საქართველო“ ავრცელებს. ყველაზე სასიხარულო კი ის არის, რომ მომავალ წელს საქართველოს ისევ თორნიკე ყიფიანი წარადგენს.
„ევროვიზია 2021❗
მაშ ასე, ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და მასპინძელი ქვეყნის გადაწყვეტილებით ევროვიზია 2021 ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში
1️8️ მაისს
2️0️ მაისსა
2️2️ მაისს გაიმართება.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი ევროვიზიის აქტიური გულშემატკივრები დღეების ათვლას იწყებენ, წინ 337 დღეა
საქართველოს კი ისევ თორნიკე ყიფიანი წარადგენს“- აღნიშნულია განცხადებაში.