ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს.
„პოზიტიური ფოტო კადრი... ადამიანები რომელთა ნახვა გახარებს პოლიტიკაში და პოლიტიკის მიღმაც... როდის დადგება დრო, როცა აფსურდულ თემებზე და ცილისწამებებზე განმარტება არ მოუწევს საქართველოს პრემიერს და საერთოდ ნებისმიერი ადამიანი, მისი პირადი ცხოვრება, მატერიალური თუ არამატერიალური მხარე დაცული იქნება კანონით?!
როდის დადგება დრო როცა გიორგი გახარია, რომელსაც შეარქვეს ექსტრემალურ სიტუაციათა მომგვარებელი, მშვიდობიანობის დროც დაუდგება, ქართულ პოლიტიკასთან ერთად და ყველა თავის გასაკეთებელს გააკეთებს მხოლოდ საქართველოს საკეთილდღეოდ!
მეტი პოზიტივი ქართულ პოლიტიკაში და თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებაში!
თავისი საქმის პროფესიონალების მეტი გასაქანი ქვეყანაში და ერთგული ადამიანების დაფასება....
იმედია ეს დრო დადგება!
"მაშ რაისთვის ვიღწვით"...“