logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

17 ივნისი. 2020. 21:47

 

 

17 ივნისს საგარეო  უწყებაში გაიმართა  საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიეგო კოლასთან, და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილესთან ბენჯამინ ლაკოკთან.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო. აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

 

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner