„გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა დასრულებულია და ცენტრალურ გზებში ავტომობილებითა და ავტობუსებით გადაადგილება ყოველგვარი პრობლემის გარეშეა შესაძლებელი. დარჩენილია პატარა სამუშაოები, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
რაც შეეხება ჭავჭავაძის გამზირს, კახა კალაძის თქმით, იქ სარებალიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დაწყებულია და შაბათისთვის დასრულებული იქნება.
„პარალელურად გრძელდება გამწვანებითი სამუშაოები. შემდეგ იქნება კუნძულების მოწყობის სამუშაოები, თუმცა ორშაბათიდან ავტომობილები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, რაც კი ეს ქუჩა არსებობს, არასდროს არ ჩატარებულა“- აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ქალაქს ველობილიკები დაემატება, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ველოსიპედებისთვის სპეციალური სამაგრების დამონტაჟდება იგეგმება.
„აკრძალული იყო ველოსიპედის ტრანსპორტში აყვანა. როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ჩვენც იგივეს გეგმავთ. სპეციალური სამაგრებს შევიძენთ, დაუყენდება ავტობუსებს“- განაცხადა თბილისის მერმა.