სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებას არ ადასტურებს. როგორც PIA.GE-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სპეცნაზი არ ყოფილა და არავინ დაუკავებიათ.
"ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება -ჩხრეკა, რაც ბოკოვის საქმეს არანაირად არ უკავშირდება. ადგილზე სპცეცნაზი არ ყოფილა და არავინ დაუკავებიათ",- განაცხადეს უწყებაში.
მოსკოვის გამზირზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ინფორმაციით, ადგილზე სპეცოპერაცია ჩატარდა და დაკავებულია 1 პირი.