მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს მძიმე დანაშაულის აღკვეთა. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანია და ადამიანის სიცოცხლეს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკურ კუთვნილებას და ვის რა შეხედულებები აქვს- ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მკვლელობა, რომელიც დაგეგმილი იყო, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი, აღიკვეთა. როდესაც ისმის ასეთ საქმეზე სიტყვა მაგრამ და შემდეგ შედიან განხილვაში, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სუსმა დაიცვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ“- აღნიშნა კახა კალაძემ.
15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.