logo_geo
eng_logo
Everest Group-მა საქართველოს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალი დადებითად შეაფასა
- +

18 ივნისი. 2020. 20:31

 

 

 

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა საკონსულტაციო ორგანიზაციამ Everest Group საქართველოს ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის პოტენციალი დადებითად შეაფასა.

 

ანგარიშის მეშვეობით, უმსხვილესი გლობალური ბიზნეს სერვისების პროვაიდერი კომპანიებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ Everest Group-ის რესურსებს ახალ ქვეყნებში ბიზნეს ოპერაციების გაფართოებასთან დაკავშირებით, პირველად ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს პოტენციალს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველო არის სწრაფად განვითარებადი და მიმზიდველი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც უცხოენოვანი ბიზნეს პროცესების, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების მიწოდების კუთხით.

 

ბიზნეს სერვისების აუთსორსინგი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით.

 

პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო მსოფლიოში კიდევ უფრო გაზრდილია დისტანციურად სერვისების მიწოდებაზე მოთხოვნა, რაც ქმნის ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების შესაძლებლობას პოსტ პანდემიურ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების პროვაიდერი კომპანიების უმრავლესობამ კრიზის მიუხედავად არა მხოლოდ შეძლეს არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება, არამედ მოახერხეს ახალი პროექტების ინიცირება საერთაშორისო დამკვეთებისთვის.

 

სააგენტოს საინვესტიციო გუნდი აგრძელებს სექტორის არსებული მოთამაშეების აქტიურ მხარდაჭერას და მუშაობას ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, რათა ქვეყანა პოზიციონირდეს, როგორც ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის ახალი ჰაბი აღმოსავლეთ ევროპაში.   

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner