ბლოგერის, ვახო ჭუმბურიძის შვილის მუქარა-ადევნებაზე შსს-მ პირს ბრალი ორი მუხლით წაუყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო აქვეყნებს.
„2020 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).”
აქვე გთავაზობთ ვახო ჭუმბურიძის განცხადებას, რომელიც ფინანსისტმა დღეს გაავრცელა:
„გამარჯობა,
მე ვარ ვახო – თინის მამა!
ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით
თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს )
მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი.
ახლა მთავარი:
6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა