logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: როდესაც სოხუმში ჩავალთ, ირმას დაკაწრულ გულს, ომში ნატკენი ფეხები აღარ გაახსენდება
- +

18 ივნისი. 2020. 23:32

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის შესახებ წერს:

 

არსებობენ ადამინები, რომელთა გულწრფელობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მაკვირვებდა, ერთერთი ასეთი ქალბატონი ირმა ინაშვილია. ბუნებრივია, რომ მას ემტერებიან ნებით თუ უნებლიეთ, არავის უნდა სიმართლის მოსმენა ბოლომდე, შეცდომების აღიარება... ამიტომაც მოხვდა ალბათ ნაციონალების გვერდით ჩამონათვალშიც იმ ძალასთან, რომლის დამარცხების შედეგებში მას ლომის წილი მიუძღვის. ასევე იმაშიც, რომ ვერ მოურიგდა უზნეობას, ვერ შეეგუა მათი მხრიდან მდაბალ სარკაზმს, დღესაც იბრძვის ხმალამოღებული ამ მკვდარგაცოცხლებული პარტი(ებ)ის წინააღმდეგ, მაგრამ ხშირად ძნელია მტერ-მოყვრის ცნობა.

 

ასე მგონია სამართალი გზას იპოვის, როდესაც კეისარს კეისრისა მიეზღვება, ამაში კი ინაშვილიწვლილი დიდი იქნება, მაშინ პატიება-მადლობის სათქმელად მოსულ საზოგადოებას შერცხვება, როდესაც სოხუმში ჩავალთ ირმას დაკაწრულ გულს , ომში ნატკენი ფეხები აღარ გაახსენდება და როდესაც ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსს დაასახელებენ -ერთ-ერთი ირმა ინაშვილი იქნება

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner