logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მოლოდინებია
- +

19 ივნისი. 2020. 01:14

 

 

ჯანდაცვის სექტორში მუდმივად არის სიკვდილის რისკი, ჩვენ მუდმივად გვაქვს ასეთ სენსიტიურ თემებთან საქმე. აქედან გამომდინარე, კორონავირუსი იყო გლობალურად რთული გამოწვევაა. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერს გაცილებით ადვილად გავუმკლავდით და იმის თქმა, რომ ერთი ეტაპი ჩავხურეთ და ვიწყებთ მეოერე ეტაპს, ალბათ არ იქნება სწორი“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩვენ ვიმყოფებით პროცესში, საიდანაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ პერსპექტივაში რა მოლოდინებიც არის, მზად ვიყოთ.

 

მოლოდინები არის საკმაოდ რთული, რადგანაც შემოდგომაზე დამდგარი შედეგი ბევრად უფრო რთული იქნება, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ. ეს იქნება დაკავშირებული როგორც სეზონული გრიპების თანხვედრასთან, ასევე ხანგრძლივობითაც ის გაცილებით რთული იქნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს პროცესი შემდგომშიც ძალიან კარგად ვმართოთ“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner