logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: შესაძლებელია შემოდგომაზე კოვიდს სეზონური ვირუსი დაერთოს, რომლის გადალახვაც გლობალური სირთულე იქნება
- +

19 ივნისი. 2020. 01:56

 

 

ნებისმიერი სეზონური ვირუსი იწყება შემოდგომაზე და გაზაფხულის ბოლოსთვის სრულდება, ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ პერიოდს, როგორც ხანგრძლივ პერიოდს და როგორც სეზონურ გრიპს ახასიათებს ის მოიცავს 2 ტალღას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია შემოდგომაზე თანდართულ კოვიდთან და სეზონურ გრიპთან ერთად გვქონდეს სწორედ ის ორი ტალღა, რომელიც ბუნებრივად სეზონურ ვირუსებს ახასიათებს ხოლმე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

სწორედ აქ იქმნება ის სირთულე, რომლის გადალახვა გლობალურად საზოგადოებას მოუწევს და საქართველოც არ იქნება გამონაკლისი. პაციენტების რაოდენობა განსაზღვრავს შემდეგ სისტემაში არსებულ სირთულეებს და აქედან გამომდინარე, ვირუსის მართვა უკვე რთული იქნება, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner