logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, გააზრებულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
- +

19 ივნისი. 2020. 02:58

 

 

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოს თანამშრომლობა და პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან ინტენსიურია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო ძალიან ბევრ კვლევაში მონაწილეობს, მათ შორის, სოლიდარობის კვლევაში.

 

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, არათუ შეთანხმებულია, არამედ გააზრებულია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველო ძალიან ბევრ კვლევაში მონაწილეობს. ასევე, ჩვენ ვმონაწილეობთ სოლიდარობის კვლევაში და აქედან გამომდინარე, გვაქვს იმის იმედი, რომ ვაქცინაზე, რომელიც იქნება გამოგონილი, როცა იქნება ეს, საქართველოსთან მიმართებაში იქნება საკმაოდ პოზიტიური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მოლაპარაკებებს და შესაბამისად, იმედიც გვაქვს“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner