logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ბევრ ფერმერს ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი აქვს და მათი ყოველდღიური პრობლემები ჩემთვის ცნობილია
- +

19 ივნისი. 2020. 02:44

 

 

 

ბევრ ფერმერს ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი აქვს და მათი ყოველდღიური პრობლემები ჩემთვის ცნობილია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაზე ქმედითი და შედეგიანი იქნება ისეთი პროგრამები და პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც კომუნიკაციის შედეგადაა შეჯერებული.

 

ცალსახაა, რომ ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს ფერმერებთან, ამისთვის არის პრემიერის ვიზიტები რეგიონებში, სადაც მასთან ერთად ფერმერების შეხვედრებს მეც ვესწრები. სამინისტრო რეგულარულ რეჟიმშია წარმოდგენილი ჩემი მოადგილეების სახით, ყოველდღეა რეგიონებში ჩვენი ვიზიტი. ძალიან ბევრ ფერმერს ჩემი პირადი ტელეფონის ნომერი აქვს და მათი ყოველდღიური პრობლემები ჩემთვის ცნობილია. სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ გავითვალისწინებთ, რადგან თანხა, რომელსაც ვარიგებთ ან გადაწყვეტილებას რომელსაც ვიღებთ, დიდწილად დაფინანსებულია გადასახადების გადამხდელების თანხებით და აქ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა სურვილის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი აზრის ასახვა ჩვენს მომდევნო პოლიტიკაში რა თქმა უნდა იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner