logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: გვეგონა, რომ ახალი ერა იწყებოდა ქვეყანაში... გვიხაროდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა...
- +

19 ივნისი. 2020. 23:06

 

 

2004 წლის 23 მაისს, ქუჩაში პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „პოსტ ტვ“-თან საუბარში დანაშაულის დღეს იხსენებს.

 

„პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბავშვი ღამის ორ საათზე არ იყო სახლში...

 

საღამო იყო, ცხრა საათი რომ დაურეკეს. უცბათ ჩაიცვა და გავიდა. იმ დღეს იყო ამ ავდებითი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი. ქეიფობდნენ, აღნიშნავდნენ, ერთ ამბავში იყვნენ. გაძლიერებული იყო პოლიცია ქუჩებში. ეტყობა ეს ძველი მანქანა საეჭვოდ ჩათვალა პოლიციამ და გააჩერა. როდესაც შეაჩერეს ეკლესიასთან, არც უთქვამთ პოლიციას, გადმოდითო ან რამე... მძღოლი გადავიდა მანქანიდან და ბუტაც გადავიდა, რომ მიელოცა გიორგობა და პატივისცემა გამოეხატა.

 

ძალიან გახარებულები ვიყავით, გვეგონა, რომ ახალი ერა იწყებოდა ჩვენს ქვეყანაში და გვიხაროდა სააკაშვილის მობრძანება ხელისუფლებაში... თურმე ნუ იტყვი, ქვეყნის დასაქცევად მოდიოდა.“- აღნიშნავს ია მეტრეველი და მკვლელობის დეტალებს იხსენებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner