logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ფასილიტატორი ელჩების მოწოდება ოპოზიციისადმი მიიღონ მონაწილეობა კენჭისწყრაში "მაშველი რგოლი" აღმოჩნდა "ევსაქებისათვის"
- +

19 ივნისი. 2020. 23:10

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, ელჩების დღევანდელი მოწოდება ოპოზიციისადმი მიიღონ მონაწილეობა კენჭისწყრაში "მაშველი რგოლი" აღმოჩნდა "ევსაქებისათვის".

 

"როგორც ჩანს, "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს და ამის შესახებ მალე განაცხადებს. კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ისინი ძველებურად დარჩენილ 3-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, ხოლო ახალი წესით მათ შეეძლებათ 2-3 წარმომადგენელი მაინც გაიყვანონ პარლამენტში. ასე, რომ ჟორიკა რურუას "პოლიტპატიმრობა" უმალ დაავწყდათ "ევსაქებს". რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათთვის ელჩების დღევანდელი განცხადება ცივი შხაპის ეფექტს იქონიებს. ელჩებისათვის ჟორიკა რურუა პოლიტმატიმარი არ არის, ხოლო წერილებს უცხოეთიდან ძველებური ძალა აღარ აქვს. აქაურმა ელჩებმა გაცილებით კარგად იციან რა ხდება საქართველოში, ვიდრე შორეულმა კონგრესმენებმა თუ ევროდეპუტატებმა", - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner