ნია მახარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ფილოლოგი თენგიზ თაქთაქიშვილია გადაღებული. როგორც პოსტის ავტორი წერს, ბატონი თენგიზისთვის რთულია 20 წლის განმავლობაში ნაგროვებ წიგნებთან განშორება, მაგრამ მათი გაყიდვა მაინც გადაწყვიტა.
“თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N95-ში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან თუ მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გასაყიდად გამოტანილი ძალიან ბევრი წიგნი. ამ წიგნების პატრონი თენგიზ თაქთაქიშვილი, პროფესიით ფილოლოგია და ცხადია, მისთვის 20 წლის განმავლობაში ნაგროვებ წიგნებთან განშორება არც ისე მარტივია, თუმცა მიაჩნია, რომ კარგ საქმეს აკეთებს – წიგნებს იაფად ყიდის.
წიგნების ფასი 1 ლარიდან იწყება.
საუბრისას თენგიზ თაქთაქიშვილმა განაცხადა, მის კოლექციაში უფრო ძვირად ღირებული, მაგალითად, 30-ლარიანი წიგნებიც არის”- წერს ნია.