logo_geo
eng_logo
თათა მურაჩაშვილი: 20 ივნისის ღამეს იმაზე მეტად ლმობიერი იყო პოლიცია, ვიდრე იმსახურებდით
- +

20 ივნისი. 2020. 21:10

 

 

ჟურნალისტი თათა მურაჩაშვილი ერთი წლის წინ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის დაშლას აფასებს და წერს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიერ სრულიად მართული აქცია, რომელიც გადატრიალების მცდელობაში გადაიზარდა, სინამდვილეში წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო.

 

1 წელი გავიდა ვითომ " მშვიდობიანი" აქციიდან, რომლის უკანაც, რეალურად, საერთოდ არ მდგარა სტუდენტური ძალა.

პოლიცია რომ გაგაფრთხილებს 2 -ჯერ და გაფრთხილების მიუხედავად მაინც მოლოტოვის კოქტეილს ისვრით, მერე არც შედეგებმა არ უნდა შეგაშფოთოთ.

და ვისაც დღემდე უსამართლობის გრძნობა გიჩნდებათ, თუ რატომ არ შეგანგრევინეს პარლამენტის ჭიშკარი, მიდით და თქვენი სათაყვანებელი ევროპა-ამერიკის ქვეყნების მიტინგების ჩანაწერები ნახეთ, და მიხვდებით, რომ 20 ივნისის ღამეს იმაზე მეტად ლმობიერი იყო პოლიცია ვიდრე იმსახურებდით.

საქართველოში რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა ისე არსად, 300- მდე პარტიაა, ასობით უაზრო, სამკაციანი ორგანიზაცია, ყველა თქვენსას ლაპარაკობთ, ყველა სახელმწიფოს ხელს აწმენდთ და მაინც არ გიშლიან აზრის გამოხატვას.

 

რეზინის ტყვიებს და დაშავებულ ხალხს რაც შეეხება, მხოლოდ და მხოლოდ აქციის აჟიტირებული ორგანიზატორების ბრალია. -<<მშვიდობიან>> მიტინგებზე ქვიშის ტომრებით არ მიდიან.“- წერს მურაჩაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner