logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილი, საგურამოში დაბადების დღეზე იყო, მას შემდეგ აღარავის უნახავს - დეტალები 19 წლის გაუჩინარებულ ბიჭზე
- +

21 ივნისი. 2020. 21:20

 

 

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს  მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე  19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაციას, სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე შენიშნეს და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

 

"გიოს კვალი ქრება მცხეთა - საგურამოს ტერიტორიაზე. ორი დღეა მიმდინარეობს ძებნა. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, გთხოვთ დამეკონტაქტეთ ვერ ვპოულობთ", - დაწერა სოციალურ ქსელში მისმა ახლობელმა ანი შაქარაშვილმა.

 

პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

 

ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

 

სამძებრო სამუშაოების გამო, ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა დაიგეგმა, რის გამოც, უწყებამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

როგორც AMBEBI.GE-სთან დაკარგული ახალგაზრდას ახლობლები ჰყვებიან, გიორგი საგურამოში დაბადების დღეზე იყო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. გიორგი შაქარაშვილს არანაირი პირადი და ფინანსური პრობლემები არ ჰქონია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner