logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ახალი დეტალი– ადგილობრივი მწყემსი აცხადებს, რომ ახალგაზრდების საუბარი მოისმინა
- +

22 ივნისი. 2020. 23:02

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.

 

ადგილობრივმა მწყემსმა “ქრონიკის” ეთერში განაცხადა, რომ მან მოისმინა ახალგაზრდების საუბარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში კლდიდან გადავარდა.

 

 

გავაჩერეთ მანქანა, გადავიდა გასასვლელადო და გადავარდა კლდიდანო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ აბა სად იყო მანახეო”, – აცხადებს მწყემსი.

 

ფეხბურთელის ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

 

ამ დროისთვის მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner