logo_geo
eng_logo
თემურ ქორიძე: ბინძური პოლიტიკანების სათამაშოდ აქციეს, როგორც კი თამაში მორჩება, დაუნანებლად სანაგვეზე მოისვრიან!
- +

1 ივლისი. 2020. 00:19

 

 

 

ჟურნალისტი თემურ ქორიძე მიიჩნევს, რომ გიორგი რურუა სინამდვილეში მისივე ე.წ. თანამოაზრეების მსხვერპლია:

 

სანამ სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია, სანამ განსასჯელის ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა, ჟორიკა (გიორგი) რურუას დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე ლაპარაკი და დროშების ფრიალი, მეტი რომ არაფერი, არაკორექტულია. ახლა შეიძლება ერთი რამ ითქვას - ნაცოპოზიციამ ჟორიკას „პოლიტპატიმრად“, „პოლიტიკურ ლიდერად“ გამოცხადებით ხელისუფლებას მისი ოდესღაც ჩადენილი (ან ჩაუდენელი) დანაშაულების გამოაშკარავება-გამოძიებისკენ უბიძგა და ეს გააკეთა სრულიად შეგნებულად, წინასწარი განზრახვით. არა მგონია, ვთქვათ, ბოკერია ან ბურჯანაძე ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, ჟორიკას „ლიდერობისა“ სჯეროდეთ. არა, იგი ბინძური პოლიტიკანების სათამაშოდ აქციეს, უკან დასახევი ყველა გზა და ბილიკი მოუჭრეს და როგორც კი თამაში მორჩება, დაუნანებლად სანაგვეზე მოისვრიან!

ამას „ლიდერი“ დღეს, ალბათ, უკვე ხვდება და ნაცოპოზიციას „ხვალ“ მისი თავიდან მოშორებაზე ფიქრი მოუწევს. ეეეხ, რა უიღბლო ყოფილხარ, ძმაო, ვახო რურუა!“- წერს ჟურნალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner