ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი ბექა პატურაშვილს და მის მეუღლეს სამძიმარს უცხადებს.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქოს ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა. რომ გვეფიქრებოდა, რომ გვედარდებოდა, რომ გვეჩვენიანებოდა.
ბოლო კვირებში, თითქოს ჩვევადაც მექცა, ყოველ დილით იმ ჯგუფში შემეხედა, სადაც მასზე წერდნენ, ფოტოებს დებდნენ, კითხულობდნენ, გულშემატკივრობდნენ, ამხნევებდნენ.
თითქოს ყველამ დავიჯერეთ და ერთმანეთიც დავაჯერეთ, რომ სასწაულები ხდება. ერთმანეთიც არ გვემეტებოდა ასეთი დასასრულისთვის.
ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ, შვილი არავის უნდა უკვდებოდეს. ეს ტრაგედიაც არა, დედამიწის ამობრუნებაა”- წერს მიშა ფეიქრიშვილი.
1 წლის ალექსი პატურაშვილი, სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა.