logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლები მიხვდნენ, რომ ლიდერები ატყუებდნენ
- +

1 ივლისი. 2020. 02:33

 

 

 

ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გამოცდილი პოლიტიკოსები კი არ არიან, ისინი გამოცდილები არიან ფარისევლობაში, ადამიანების მოტყუებაში. ისინი არიან იმ ადამიანის პარტიის წევრები, რომელსაც, თავის დროზე, შეეძლო, მსახიობი დაექირავებინა და „გაეხსნა“ რამდენიმე ობიექტი, საავადმყოფოები, კლინიკები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი ლატარიამ განაცხადა.

 

ჟარგონულად რომ ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ სწორად გადადგმული ნაბიჯებით, ალბათ - გააზრებულითაც, „შეუსრულა“ მათ. ამ პარტიებს, როგორც დავაკვირდი, ჰქონდა ასეთი ტაქტიკა: თუ დაინახავდნენ, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცაზე შეეწინააღმდეგებოდათ, სწორედ იქ იწყებდნენ აპელირებას, რომ „ჩვენ ამას არ გვისრულებენ და ამით იღუპება ქვეყანა“. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ არაერთხელ შეიცვალეს აზრი პროპორციულსა და მაჟორიტარულ სისტემებზე. ვხედავთ, ძალიან კარგად, რომ შალვა ნათელაშვილი, ვისთანაც იკრიბებოდნენ, იქ, შიგნით, საუბრობდნენ მხოლოდ პროპორციულზე და არ გადავდგამთ ერთ ნაბიჯს უკანო და ცალ-ცალკე ინტერვიუებში ერთმანეთს ხოცავდნენ, ვინ სად იქნებოდა მაჟორიტარი.

 

თავიდანვე ძალიან კარგად ჩანდა, რომ ესენი იყვნენ ფარისევლები, იცოდნენ, რომ სულ საქართველოს კონსტიტუციაში რომ ჩაწერილიყო, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის “ წევრებმა მიიღონ მონაწილეობა, ადამიანები არ გავიდოდნენ არჩევნებამდე, ესეც არ უშველიდა მათ. ანუ მათ კარგად იციან, რომ ამ პერიოდში, არჩევნებით ისინი ძალიან დიდ ძალას, რეიტინგს დაკარგავენ. მათ მართლაც ჰყავდათ ამომრჩევლები და თავად მათ ამომრჩევლებშიც კი, დარწმუნებული ვარ, იმხელა უკმაყოფილებაა, რომ ვერ მიხვდნენ, რა ქნეს მათმა ლიდერებმა. რაც მთავარია, დაინახეს, რომ მათმა ლიდერებმა დაუშვეს შეცდომა, რომ ლიდერები ატყუებდნენ როგორც საკუთარ ამომრჩევლებს, ისე - სრულიად საქართველოს, რომ თითქოს, სურდათ მხოლოდ პროპორციული სისტემა. მათ იცოდნენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამაზე წავიდოდა, მასინ, მათ სხვა რარაც უნდა მოეგონებინათ.

 

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხშირად ახსენებს სიტყვა კრიმინალს. მეცინება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ციხიდან, კრიმინალისგან იმართებიან, რომელთაც ციხიდან მისწერეს, რომ მონაწილეობა უნდა მიეღოთ კენჟისყრაში. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ დამნაშავე, მისჯილი ადამიანი, რომელსაც, სავარაუდოდ, ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, გახადეს თავიანთი პოლიტიკური ლიდერი. მიმაჩნია, რომ ესაა სირცხვილი და მათ ამით ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს. მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს“ - განაცხადა ირაკლი ლატარიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner