logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, სიხარულით გაცნობოთ...
- +

1 მარტი. 2016. 14:23



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებას ემსახურება.


„სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში წარმოვადგინეთ ახალი პროგრამა „გადაიღე საქართველოში". ეს არის პროგრამა, რომელიც ემსახურება საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას და მინდა, დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე გვყავს არაერთი საპროდიუსერო ჯგუფი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ახალი კინოფილმების გადაღებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner