ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ გერმანიის, აშშ-ს ელჩები, ევროკავშირი, სენატორები და სახდეპი რომანა გოცირიძისგან და თამარა ჩერგოლეიშვილისგან ჩემი დასაცავი გახდებოდნენ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ' მიაქციეთ ყურადღება ამ თქვენს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს"
და ბოლოს - ვინმემ იქნებ შალვა ნათელაშვილს უთხრას, რომ ემჟაჟგინ ცედენბალი (მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დიდი ხურალის თავმჯდომარე) დიდი ხანია გარდაიცვალა და სულ მარტოა დარჩენილი ამ ულმობელ სამყაროში“- წერს გაბრიჭიძე.