ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის ორ მასწავლებელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
აღნიშნულს გარდაცვლილი მოზარდის დედა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დიახ, ყველა პედაგოგმა იცოდეს, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა სხვისი შვილების სადმე წაყვანას დაგეგმავს!
აწი და ერთი წელია ჩემთვის ყველა და ყველაფერი სულერთია, გარდა იმისა, შვილი რომ ჩაგაბარეთ, ჩემი ხელით რომ ჩაგისვით ავტობუსში, უკან რატომ არ მომიყვანეთ და რა სინდისით გძინავთ ამ ხნის მანძილზე მშვიდად?!“ - წერს გარდაცვლილი მოზარდის დედა.