logo_geo
eng_logo
საფრანგეთი საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანას საზღვრებს უხსნის
- +

2 ივლისი. 2020. 01:51

 

 

საფრანგეთი საკუთარ საზღვრებს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ქვეყნების მოქალაქეებს გაუხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა განაცხადა.

 

დღეიდან გარე საზღვრებს ვხსნით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს სიაში მოხვდნენ. ტურიზმის სფეროს პროფესიონალები მზად არიან ისინი მიიღონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში“, - განაცხადა ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა.

 

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner