თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.
ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება. ესკიზის შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.
კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (N1-347) საფუძველზე შექმნილი კომისია.
კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. მასში მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა წინა კონკურსების მსგავსად, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.
საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში, ხორციელდება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო კომისია მონაწილეთაგან თითო გამარჯვებულს გამოავლენს.