მალხაზ თოფურია 1993 წლის 2 ივლისის გმირებს იხსენებს:
„ეს დუშეთის ბატალიონია!
მხიარული ხალასი სიცოცხლით სავსე, ძირითადად 17 - 25 წლის ბიჭები! ეს მათი ბოლო სურათია...
ერთ დღეს, ერთი საათის მანძილზე 93 წლის 2 ივლისს, ყველანი ერთად ამაღლდენ ცაში“- წერს თოფურია.
1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან -ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დუშეთის ბატალიონის მეომრები.