„ვფიქრობთ, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე დასრულდება მაჟორიტარების წარდგენის პროცესი, ივლისიდან გვინდა გადავიდეთ ასევე აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე. რაც შეეხება საარჩევნო სიას, მისი სრულყოფა სექტემბერში მოხდება, თუმცა ბუნებრივია, სიახლეები მანამდეც გვექნება“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, სიაში, მათ შორის მაჟორიტარები იქნებიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები. „განახლება ყოველთვის აუცილებელია და ამ არჩევნებისთვისაც გვექნება სიახლეები. ესეც უნდა გახდეს ამომრჩევლის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ერთ-ერთი საფუძველი, გარდა იმ საქმიანობისა, რაც ჩვენ განვახორციელეთ გასული წლების განმავლობაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.