logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

6 ივლისი. 2020. 21:45

 

 

 

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე, რომელსაც პაატა ისაკაძის #19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ესწრებოდნენ, მათი ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განიხილეს. რიმა ბერაძის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე, გაუსაძლის პირობებში 170 ოჯახი ცხოვრობს და უახლოეს პერიოდში მათთვის ახალი კორპუსი, კაპანაძის #4-ში აშენდება.

 

პაატა ისაკაძის #19 მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, რადგან 170-მდე ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. სამხარაულის ბიუროს მიერ არის დადგენილი, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია. დღეს ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმის დეტალები შევათანხმეთ. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ამის შემდეგ ინვესტორის მოსაძიებლად ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია  აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაიწყებს“- განაცხადა რიმა ბერაძემ. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner