ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება. საქართველოს პირველი ჩოგანი ოჯახური ძალადობის ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავეს.
ნიკოლოზს ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობას ედავება, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო გამოიტანს.
პროცესი 16 ივლისს უნდა გაიმართოს.
ოჯახური სკანდალი მედიის განხილვის თემად იქცა. ყურადღების ცენტრშია ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე, გერმანელი ჩოგბურთელი, შარლოტა ჰელენი.
შარლოტა თითქმის 8 თვეა საქართველოშია და აქ ვარჯიშობს.
„პრაიმტაიმმა“ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე ვაკის პარკში დააფიქსირა. მას საყვარელი მამაკაცის გარშემო კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
– შარლოტა, რას გვეტყვით თქვენი და ნიკოლოზის და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე?
– არ მსურს ჟურნალისტებთან საუბარი. ერთ დღეს ნიკა თავად ალაპარაკდება და იტყვის ყველაფერს,- გვითხრა შარლოტამ.