logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მწამებლებმა მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო
- +

8 ივლისი. 2020. 00:27

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველადი გეგმით ე.წ. მწამებლებმა, რომლებსაცბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო. მათ ჩვეულებრივი დავალება მიიღეს, ეს იყო მათი რუტინა. ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება, შესულიყვნენ ამა და ამ საკანში და ეწამებინათ პატიმრები და კეთილსინდისიერად შეასრულეს ეს დანაშაულებრივი დავალება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეგრეთ წოდებული „ფარული კადრების იმიტაციის საქმე“ იყო ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაიხსნა.

 

ერთი დეტალი მინდა გავიხსენო - გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველადი გეგმით ე.წ. მწამებლებმა, რომლებსაც „ბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო. მათ ჩვეულებრივი დავალება მიიღეს, ეს იყო მათი რუტინა. ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება, შესულიყვნენ ამა და ამ საკანში და ეწამებინათ პატიმრები, და კეთილსინდისიერად შეასრულეს ეს დანაშაულებრივი დავალება. პირველადი გეგმა ითვალისწინებდა იმას, რომ ნაცემი პატიმრები ან მათი ოჯახის წევრები იჩივლებდნენ და პატიმართა საჩივრებზე ადეკვატური, პროპორციული და სწრაფი რეაგირების შემდეგ გახსნიდნენ ამ საქმეს. თუმცა ნაცემმა პატიმრებმა არ იჩივლეს, პრეზუმფციურად იყო დუმილი გამოცხადებული. აწამეს, დაამცირეს, გააშიშვლეს, ხელკეტით გაუპატიურებით დაემუქრნენ - რეჟიმის დეგრადირების ხარისხი ისეთი იყო, რომ ვეღარ ზომავდნენ ძალას. ისეთი ბნელეთი და უკუნი დააყენეს ქვეყანაში, რომ პატიმრისგან საჩივარს ელოდნენ და პატიმარი დუმდა“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner