დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობას ახორციელებს.
4 170 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება. პარალელურად, მიმდინარეობს საფეხმავლო ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა.
პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 166 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.
ჭიაურელის ქუჩის ქვედა ნაწილის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა, გასულ წელს კი სანიაღვრე სისტემაც მოეწყო და წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრა.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო.