logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დიდი მადლობა ე.წ. ოპოზიციას!
- +

9 ივლისი. 2020. 23:01

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში ოპოზიცია იმდენად არის მონდომებული საბოტაჟის მოწყობით, ხშირად სტრატეგიულ ნაბიჯებს ვერ აანალიზებენ და მოლოდინის საწინააღმდეგო შედეგიც არ აყოვნებს.

 

პარანოია - (F220), (paranoia), იშვიათი ქრონიკული ფსიქოზი, როდესაც ლოგიკურად დალაგებული ბოდვითი იდეების სისტემა ყალიბდება, მაგრამ ჰალუცინაციები და შიზოფრენიულიტიპის აზროვნების დარღვევა არ აღინიშნება. შინაარსით ბოდვა წარმოადგენს განდიდების (მესიანობა ან გამომგონებლობა), დევნის და სომატური პათოლოგიის იდეებს.

ჩემი აზრით დიდი კვლევა არ ჭირდება იმის დანახვას, რომ ამ ე.წ. ოპოზიცია სწორედაც რომ პარანოიდული მოვლენებით არსებობს.

მაგალითისთვის ბოლო ამბავი, რომელიც აშშ–ხელისუფლებიდან საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფასთან ატეხილი სრულიად აბსურდული აჟიოტაჟია.

არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რატომ უნდა გიხაროდეს, როცა შენი ქვეყნისთვის დახმარების სახით განკუთვნილი თანხა დაიბლოკოს, ან რაღაც ნაწილი უნდა ჩამოეჭრას და ფსიქიატრებსთვის ყველაზე საინტერესო მომენტი – ისაუბრო თემაზე, შექმნა აჟიოტაჟი და ათასი სისულელე ილაყბო, მაშინ როცა დოკუმენტში ნათლად წერია, „რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით“.

ე.ი. ის რეიტინგები, ის კვლევები რასაც საქართველოს მიმართ კომპეტენტური და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ საპნის ბუშტია და ვიღაც პოლიტიკურად კორუმპირებული კონგრესმენის „ზრდილობისთვის“ დაწერილი რაღაც ტექსტი უმნიშვნელოვანესი დოკუმნტი?

ამ თემაზე მე, რომელსაც სამედიცინო განათლება არ მაქვს, შემიძლია საკმაოდ ბევრი ვილაპარაკო და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა მასალა აქვთ მომავალ ფსიქიატრებს სტატიების, მონოგრაფიების და დისერტაციების დასაწერად.

დიდი მადლობა ამ ე.წ. ოპოზიციას, ქართული მედიცინის ამ მიმართულებით განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner