ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ირაკლი სესიაშვილის განცხადებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებების გამო, რომელიც მომართულია საქართველოსკენ, პასუხი მოეთხოვება.
„ირაკლი, ჯიგარო!
თუ რამის თავი გაქვთ, ქენით და ერთხელ მაინც შეასრულეთ სიტყვა ,,უკრაინისათვის პასუხის მოთხოვნასთან" დაკავშირებით, თორემ, ეგ თქვენი ბაქი-ბუქი სააკაშვილის ბაქი-ბუქისაგან არაფრით განსხვავდება“- წერს ხუბუა.