მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„... 2003 წლის შემდეგ ცოტა გულგატეხილი ვიყავი გია გაჩეჩილაძეზე (უცნობი) - ე.წ. წვიმის მუსიკოსების "შანტრაბის " ორგანიზატორობის გამო...
სამი წუთის წინ მან საკუთარ რადიო "უცნობი"-ს პირდაპირ ეთერში ყოფილ შსს მინისტრს კობა ნარჩემაშვილს ბოდიში მოუხადა 2003 წლის ნოემბერში მის (უცნობის) მიერ დაკავებული არასწორი პოზიციის გამო და აღიარა, რომ კობა ნარჩემაშვილი 22-23 ნემბერს (და მოგვიანებითაც) აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე იდგა!
ჩემი მხრიდან მეც დავივიწყებ აწი ამ წყენას (თუმცა, ეს მას არც არაფერს აკლებდა პირადად და შეიძლება არც ამ დავიწყებით მოემატოს რაიმე )...
ვაფასებ ადამიანს, ვისაც დაშვებული შეცდომის აღიარება შეუძლია და ამის გამო ბოდიშის მოხდა სირცხვილად არ მიაჩნია...“- წერს ყარაულაშვილი.