logo_geo
eng_logo
ქრისტინე ლომიძე: ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს! აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა
- +

10 ივლისი. 2020. 00:04

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული თეთრი ე.წ. „მარშუტკის“ მფლობელის შვილი განცხადებას ავრცელებს.

 

ორი ძალიან სტრესული და გაუგებარი დღე, როგორც იქნა, დასრულდა.

 

დარწმუნებული ვარ, ყველამ ბევრჯერ ნახეთ მთავარი არხის” რეპორტაჟი, კერძოდ , ნიკა გვარამიას განცხადებები, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ახალ “სკანდალურ” დეტალებზე საუბრობს.

 

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში, და მათ შორის ჩემთვისაც ( ამ კონკრეტულ შემთხვევამდე) მთავარი არხი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბევრ ადამიანს დღემდე ღრმად სჯერა და სწამს იმის რასაც კონკრეტულ არხზე, კონკრეტულ გადაცემებში ამბობენ.

 

სწორედ ამიტომ, ვწერ ახლა ამ პოსტს, რომ ჩემის მხრივ, ჩემს მეგობრებს მაინც გაგაგებინოთ სიმართლე.

 

ის რასაც ნიკა გვარამია ამ სიუჟეტში საუბრობს არის წმინდა წყლის ცილისწამება.

 

ეს მარშუტკა ეკუთვნის მამაჩემს.

 

ვინც მე და ჩემს ოჯახს იცნობთ, ყველამ იცით, რომ მამაჩემი უკვე წლებია ქუთაისი-თბილისის რეისს ასრულებს (ტვირთი გადააქვს) თითქმის ყოველ ღამე და საშუალოდ ზუსტად იმ დროს ჩამოდის თბილისსში.

 

მამაჩემი, რომელიც მთელი ცხოვრება დღეს და ღამეს ასწორებს პატიოსანი შრომით და არასდროს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია ბატობმა გვარამიამ გამოიყვანა გარდაცვლილი ბავშვის “გვამის გადამზიდად”.

მსგავსი ცილისწამება სცდება სოლუტურად ყველა ზღვარს.

 

რაც შეეხება აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მამაჩემის მანქანიდან გადმოდის არის ბიჭი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ საქმესთან. აღნიშნული ბიჭი მამამ ხაშურში ჩაისვა და დიდუბეში ჩამოსვა. ამ ბიჭის და ვინმე ამირხანაშვილის საუბარი კი ტელეფონზე დარეკვის თხოვნით შემოიფარგლება. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რომელიღაც ადვოკატმა და გარდაცვლილი ბიჭის ბიძამ თქვა. ასევე თავად მაგ ბიჭმა გარკვევით თქვა ინტერვიუში.

ეს ბიჭი პირველი არ არის ვინც მამამ დაიმგზავრა, ყოველთვის თუ ადგილი აქვს და ვინმე წაყვანას სთხოვს უარს არ ეუბნება.

ამ შემთხვევაში კი სიკეთის კეთება საშინელი ცილისწამებით შემოუბრუნდა.

 

აფსოლუტურად ყველაფერი გამოიძიეს ამ კონკრეტულ საქმეზე, ყველა კამერა ამოიღო გამოძიებამ და ყველა მოწმე დაიკითხა, ამიტომ ეჭვები და კითხვები აღარ არსებობს.

 

თუმცა ბატონი გვარამია აშკარაა ისევ ცილისწამებითაა დაკავებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner