„ჩვენი მთავარი ამოცანაა ამერიკის კანონმდებლობაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ჩანაწერები შენარჩუნდეს, რაც ამერიკის კანონმდებლობაში პირველად სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა. სამწუხაროდ, ამის პარალელურად დესტრუქციული ოპოზიცია საკითხების პოლიტიზებას და ვიწროპოლიტიკური ინტერესებით გაჯერებული მესიჯბოქსების მიწოდებას ცდილობს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის. აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს საბიუჯეტო კანონი უკვე მიღებულია და იქ დატოვებულია გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.