logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ფოკუსი მიმართული არის ჩვენი ჯარის და თავდაცვის ძალების გრძელვადიან განვითარებაზე!
- +

10 ივლისი. 2020. 00:22

 

 

მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით დავაანონსო შემდეგი ძალიან დიდი, გრძელვადიანი რეფორმა და გეგმა. ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების გრძელვადიანი, 10-წლიანი განვითარების გეგმა, კერძოდ, 2030 წლამდე როგორ მივდივართ, როგორი უნდა იყოს ჯარი, როგორ გვესახება ჩვენი ჯარის განვითარება, როგორი შეიარაღება უნდა ჰქონდეს ჩვენს ჯარს, რა რიცხოვნობა, რა მასშტაბი უნდა ჰქონდეს ჩვენს ჯარს და, ზოგადად, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი თავდაცვის ძალები.“- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მილიარდის დახარჯვას თანამედროვე ნატოს შესაბამისი შეიარაღების სისტემების შესაძენად. ეს იქნება გრძელვადიანი შესყიდვები, მრავალწლიანი გადახდის პირობით, ანუ იგივე პრინციპის გამოყენებით, რომელიც მე უკვე სატესტოდ პრეცედენტულად გამოვიყენე 500 ერთეული სპეცტექნიკის შესაძენად.

 

ჩვენი ასეთი მიდგომით გადავწყვეტთ ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც შეეხება ჩვენი ჯარის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას და, ზოგადად, ჩვენი ჯარის სიძლიერეს.

 

გვაქვს უკვე ზუსტი ხედვა, დეტალური გეგმა, თუ რა შეიარაღების ყიდვას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება ნატოს სტანდარტის შესაბამისი." - ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner