logo_geo
eng_logo
ვანო მერაბიშვილი: „ცოცხის კადრი“ ფეიკია, თუმცა რეალურად ხდებოდა მსგავსი ამბები...
- +

10 ივლისი. 2020. 00:49

 

 

ანალიტიკოსი სიმონ კილაზე ვანო მერაბიშვილისა და ჟურნალისტ დმიტრი გორდონის ინტერვიუს ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელიც თავად კილაძემ თარგმნა.

„რეპორტიორი“ ანალიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ:

 

„9 ივლისი. უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი იუთუბ-არხზე სკაიპით ესაუბრება ვანო მერაბიშვილს.

ექს-მინისტრის რუსულად ლაპარაკის ვიდეოჩანაწერის გაშიფვრა ცოტა რთული გამოდგა...

 

(ამონარიდი ინტერვიუდან)

 

დიმიტრი გორდონი: ვანო, მე მინდა გკითხოთ იმ ცნობილ ვიდეორგოლზე ქართული საპყრობილედან, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. მასში ჩანს, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს ცოცხით... და ა.შ. მითხარით, ეს სინამდვილეა თუ რაღაც ფეიკი?

 

ვანო მერაბიშვილი: ის, რაც თქვენ ცოცხთან დაკავშირებით თქვით, ეს ფეიკია. თუმცა სამწუხაროდ, იქ მართლაც რეალურად ხდებოდა იმ კადრების მსგავსი ამბები. ეს ხდებოდა მაშინ, როცა პატიმრებს კამერების მიხედვით ანაწილებენ. ხდებოდა ფიზიკური შეხებები. დიახ, სამწუხაროდ, დაშვებული იყო ძალიან სერიოზული შეცდომები. ჩვენთანაც, პოლიციაშიც ჰქონდა ადგილი მსგავს სერიოზულ შეცდომებს. იცით, მე თავს არ ვიმართლებ. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გონიერები უნდა ვყოფილიყავით, უფრო ტალანტიურები, უფრო მოწიფულები... ჩვენ სახელმწიფოს წინაშე მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონოდა. იმავდროულად, ჩვენ თავიდან ვერ ავიცილეთ ისეთი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, როგორებსაც დღეს ვხედავთ. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა საქართველოში რეფორმები შეაჩერეს. 2012 წლიდან ჩვენთან რეფორმების გატარებაში პაუზაა. არაფერი არ შეცვლილა - არც ინფრასტრუქტურაში, არც სახელმწიფოს განვითარებაში... აი, მაგალითად, ერთ რამეს გეტყვით: დღეს პოლიციელს იგივე ხელფასი აქვს, რაც 2012 წელს ჰქონდა. უფრო სწორად, მათი ხელფასი შემცირდა, რადგან ლარის კურსი დაეცა.

 

დიმიტრი გორდონი: რასაც თქვენ ამბობთ, იმას გავაგრძელებ - ორიოდე წლის წინათ თბილისის ფეშენებელურ რესტორანში ყოფილ მინისტრებთან ერთად ვიჯექი. ჩვენს მეზობლად სპორტსმენებიც ისხდნენ. უეცრად ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ ჰაერში სკამები და მაგიდები დაფრინავდნენ. გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ძალიან დააგვიანა. სპორტსმენები უკვე დაწყნარებულები იყვნენ. ანუ უკუსვლა ნამდვილად არის...

 

ვანო მერაბიშვილი: დიახ, მსგავს ფაქტს მე ახლახან ჩემს სახლთანაც შევესწარი - პოლიციელები უყურებენ, თუ როგორც ჩხუბობენ და თითსაც არ ანძრევდნენ. სამწუხაროდ, საქართველოში, როგორც ჩანს, ნათლიმამობა დაბრუნდა. პატრულს პატივს აღარ სცემენ. მე მგონია, რომ იმ თქვენს რესტორანშიც პოლიციამ განგებ, უპასუხისმგებლოდ დააგვიანა... იცით, ჩვენს დროს პარლმანეტის წევრიც კი ვერ ბედავდა კანონის დარღვევას. ვერავინ ვერსად ვერ ბედავდა ტელეფონით დარეკვას დახმარების სათხოვნელად. სამწუხაროდ, დღეს სრულიად სხვაგვარად არის საქმე. ადრე პოლიციელს და პატრულს ენდობოდნენ, პატივს სცემდნენ... როცა ჩვენ ათი ათასობით პოლიციელი უცებ გავათავისუფლეთ, გავითვალისწინეთ, რომ ხმები მოგვაკლდებოდა, მაგრამ რეფორმა მაინც გავატარეთ.“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner