logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა
- +

10 ივლისი. 2020. 01:25

 

 

2006- 2009 წლებში, მაშინ როდესაც კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი ხდებოდა გამალებული შეიარაღება და შეიარაღების შესყიდვა. დაახლოებით მილიარდ ლარამდე ღირებულების შეიარაღება ომის დროს უბრალოდ გაქრა. არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს შეიარაღება ჩვენ ჯარს ჰქონდა, დღეს არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფიქტიურად ხდებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის გადარიცხვა ოფშორულ კომპანიებში, თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე.

 

მილიარდობით ლარი იქნა მიმართული არაერთი შეიარაღების სისტემების შესასყიდად და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წელს, როდესაც ის ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, ჩვენმა ჯარმა მიიღო არნახული ზიანი და ზარალი. ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა, შეიარაღება უბრალოდ აორთქლდა, დაიკარგა. გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, იყო თუ არა ნამდვილად ეს შეიარაღება ჩვენ ჯარში, ვინაიდან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შესყიდვა განხორციელდა ფიქტიურად. ანუ, ფიქტიურად ხდებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის გადარიცხვა ოფშორულ კომპანიებში, თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე. თითქოს, ამა თუ იმ შეიარაღების შეძენასთან დაკავშირებით ხდებოდა გადარიცხვა და რეალურად ჩვენი ქვეყანა არც შეიარაღებას იღებდა და რა თქმა უნდა, ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს კარგავდა. ეს არის უდიდესი ტრანსნაციონალური დანაშაულია, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ჩვენი პროკურატურის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner