logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო გვაჩვენებს, რომ მისთვის ადამიანის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა უალტერნატივო მოცემულობაა
- +

14 ივლისი. 2020. 22:01

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, საქართველოს პარლამენტის მიერ, „საზოგადოების ჯანდაცვის შესახებ“ კანონში პირველი მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს კონსტიტუციასთან თანხვედრაშია.

 

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა ევროპის რამდენიმე ქვეყანას აქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიღებული მეთოდია.

 

საქართველოს პრლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია კმაყოფილი არ არის, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კანონში შესული ცვლილებები თანხვედრაშია კონსტიტუციასთან, რადგან ის შეზღუდვების დაწესების, შესაძლებლობას ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე იძლევა. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიმართული მმართველი გუნდის სტრატეგია აბსოლუტურად სწორი და გამართლებული იყო, მსოფლიოსთვის საქართველო გახდა მისაბაძი მაგალითი, რომელმაც პანდემიის კონტროლი შეძლო. საკმარისია, შევხედოთ მსოფლიოში ეპიდმდგომარეობას და დავინახავთ, რომ საქართველო საერთო სურათიდან პოზიტიური კუთხით არის ამოვარდნილი. რა თქმა უნდა, აღნიშნული, მოსახლეობის და მთავრობის ერთობლივი ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგია. წარსულის გათვალისწინებით კი აუცილებელია, მთავრობას ჰქონდეს მექანიზმი, რათა ისეთივე ეფექტურად განაგრძოს ეპიდემიასთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. სახელმწიფო გვაჩვენებს, რომ მისთვის ადამიანის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა უალტერნატივო მოცემულობაა, დღეს მიღებული ცვლილება სწორედ აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარეობს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა ევროპის რამდენიმე ქვეყანას აქვს, რაც ნიშნავს, რომ ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიღებული მეთოდია. საქართველოს წინ არჩევნები ელოდება, რომლის ჩატარება საგანგებო მდგომარეობის დროს ფიზიკურად შეუძლებელია, კანონში დღეს შესული ცვლილებები კი იძლევა პრევენციის საშუალებას, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები გაგრძელდეს,”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner