„დენდროლოგიური პარკი დარჩება ჩვენს შვილებს“,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნას.
„დენდროლოგიური პარკი ეს არის საუკეთესო პასუხი იმ სიბინძურეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში ტყორცნეს ჩვენმა ეგრედწოდებულმა ოპოზიციონერებმა, ყველამ არა, რა საკვირველია. ეს დარჩება ჩვენს შვილებს. ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ ადამიანმა, თუკი ამის რესურსი გააჩნია ან იმ ფარგლებში, რა რესურსიც გააჩნია, ქვეყანაზე, სამშობლოზე უნდა იზრუნოს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.